სუბფებრილური ტემპერატურა - გინეკოლოგია

კითხვა: მოგესალმებით, თითქმის სამი კვირაა მაწუხებს სუბფებრილული სიცხე დილით მაქვს 36.6 საღამოს ადის 37.2 -მდე. წინა კვირებში ამას თავის ტკივილიც ერთვოდა, რომელმაც მკურნალობის გარეშე გამიარა, ვიყავი თერაპევტთან, ნევროლოგთან და ასევე ოტოლარინგოლოგთან, ასევე გავიკეთე სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო, თირეოტროპული ჰორმონის განსაღვრა სისხლში, ასევე ც-რექტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში და გადავიღე წიაღების რენდგენი და არაფერი არ აჩვენა არც ანალიზებმა და არც გასინჯვამ , მეუბნებიან, რომ არის ნერვოზული. ერთი თვის წინ მოვიწამლე ბათუმში და ძალიან ცუდად ვიყავი, ხომ ვერ მეტყვით რა დაავადებაზე მიანიშნებს ეს სიცხეები. დიდი მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ ადამიანის სხეულის ტემპერატურა ნორმაში – 36.6 გრადუსია, არ არის სწორი. თითოეული ორგანიზმი ინდივიდუალურია.
37-38° გრადუსის ფარგლებში მერყევი ან, როგორც მედიკოსები ვამბობთ, სუბფებრილური ტემპერატურა შესაძლოა იყოს როგორც მძიმე, ასევე მსუბუქი დაავადების სიმპტომი. პირობითად, სუბფებრილიტეტის გამომწვევი დაავადებები შეიძლება ორ ჯგუფად - ინფექციურ და არაინფექციურ პათოლოგიებად დავყოთ.
როგორც მოგვითხრობთ, ბრძანდებოდით თითქმის ყველა სპეციალისტთან, თუმცა შესაძლოა მოგიწიოთ შემდეგ სპეციალისტებთან კონსულტირება: სტომატოლოგი, თერაპევტი, პულმონოლოგი, ფთიზიატრი, ინფექციონისტი და გინეკოლოგი.
გირჩევთ დაიწყოთ პირველი სამი სპეციალისტიდან, მითითებული რიგითობის მიხედვით.
აქედან ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს.
საჭიროა ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების შეჯერება, თან იქონიეთ ჩატარებული კვლევის პასუხები.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა