მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის სუბქონდრული ოსტეოსკლეროზი;
- სუბქონდრული ოსტეოსკლეროზის გამომწვევი მიზეზები;
- სუბქონდრული ოსტეოსკლეროზის დიაგნოსტირება;
- სუბქონდრული ოსტეოსკლეროზის მკურნალობა.
სუბქონდრული ოსტეოსკლეროზი წარმოადგენს ძვლოვანი ქსოვილის გამკვრივებას ხრტილქვეშა არეში, რომელიც ვლინდება ოსტეოართრიტის შემდგომ ეტაპზე, როდესაც ადგილი აქვს ხრტილის დეგენერაციას ან გადაგვარებას.
აღნიშნული პათოლოგიის დროს ხდება ხრტილოვანი უბნის კვების დარღვევა, მცირდება სინოვიური სითხის გამომუშავება, ხრტილოვან ქსოვილში
ირღვევა აღდგენითი პროცესები და ხდება მისი განლევა.
პათოლოგია შესაძლოა, გამოვლინდეს როგორც მუხლებში, თეძოებში, ზემო და ქვემო კიდურების სახსარში, ისე ხერხემლის ნებისმიერ სეგმენტში.
სუბქონდრული ოსტეოსკლეროზის შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
- ჭარბი წონა;
- სასახსრე სისტემის ქრონიკული ანთებითი პროცესები;
- გენეტიკა;
- ხრტილოვანი ფრაგმენტები.
რაც შეეხება თქვენ მიერ აღნიშნულ ოსტეოფიტებს, ისინი დაავადების პროგრესირების შედეგია.
სასახსრე ნაპრალში მოხვდრილი ხრტილის ფრაგმენტები კი, ბლოკავენ სახსრის მოძრაობას. რის შედეგადაც შესაძლოა, შეშუპდეს სახსარი და ფორმა შეიცვალოს.
პათოლოგიის დიაგნოსტირებისთვის შესაძლოა ჩატარდეს როგორც რენტგენოგრაფიული კვლევა, ისე მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია.
რაც შეეხება მკურნალობას, სუბქონდრალური ოსტეოსკლეროზის ცალკეული მკურნალობა არ ტარდება, თერაპია მოიცავს ძირითადი დაავადების მკურნალობას, ართრიტის პროგრესირების შეჩერებას.
საწყის ეტაპზე რეკომენდირებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. ასევე, სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად მიმართავენ ფიზიოპროცედურებს.
ძვლოვანი წანაზარდების დროს კი, მკურნალობა ქირურგიულია.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნეიროქირურგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას ობიექტურად და დასახავს მკურნალობის გეგმას. ასევე, მკურნალობაში ჩაერთვება რევმატოლოგი და დაგენიშნებათ თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/revmatologia/42
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!