მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ თავად კიბო მემკვიდრეობით არ გადაეცემა. შესაძლოა, მემკვიდრეობად გვერგოს ავთვისებიანი სიმსივნის ამა თუ იმ სახეობით დაავადებისადმი განწყობა.
თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, კიბოს მემკვიდრეობითობას აქვს სავარაუდო და არა პირდაპირი ხასიათი.
მიმოწერის რეჟიმში ზუსტი დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა, თქვენი სიმპტომების გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს პოლიართრიტი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე სახსრის ანთებაა, ეს შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებელი დაავადება, ისე გამოწვეული სხვა მიზეზებით – ტრავმები, იმუნური და მეტაბოლური დარღვევები, რის შედეგადაც ვლინდება ტკივილი, დისფუნქცია, შეშუპება სახსრებში და ა.შ.
ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში რევმატოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამაჯობა,პირველ რიგში მაინტერესებს სიმსივნე თუ არის მემკვიდრრობითი და ასევე მაინტერესებს ხელების ძვლების ტკივილი რამ შეიძლება გამოიწვიოს ან ვის მივმართო. ასევე გულზე სიმძიმე მაწუხებს ხშირად და 27 წლის ვარ და ვერ გავიგე რატო მაწუხებს ამდენი რაღაც ერთად
პასუხი: