კითხვა: გამარჯობა ძვლების ტკივილი მაწუხებს ანუ ნებისმიერ ადგილზე მცირეოდენი ზეწოლის დროსაც თან დახრის ან ჩაკუზვის დროს ტკაცუნი გაუდის ძვლებს და მიბუჟდება ფეხები ცოტათი მისივდება მუხლებთან და კოჩებში რა შეიძლება იყოს რას მირჩევთ. მადლობა
პასუხი:
მოგესალმებით,
რთულია დისტანციურად ზუსტი პასუხის გაცემა, თუმცა, შესაძლებელია თქვენი სიმპტომების გამომწვევი მიზეზი იყოს პოლიართრიტი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე სახსრის ანთებაა, ეს შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებელი დაავადება, ისე გამოწვეული სხვა მიზეზებით – ტრავმები, იმუნური და მეტაბოლური დარღვევები, რის შედეგადაც ვლინდება ტკივილი, დისფუნქცია, შეშუპება სახსრებში და ა.შ.
ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ რევმატოლოგს.
აღნიშნული ექიმი არ გვყავს ცენტრში და სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!