მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ოსტეოპოროზი არის დაავადება, რომლის დროსაც მცირდება ძვლოვანი ქსოვილის მასა და იცვლება ძვლის შენება. ძვლები მყიფდება, რაც ზრდის მოტეხილობის რისკს. ოსტეოპოროზს ხანგრძლივი მიმდინარეობა ახასიათებს, ის ხშირად ფარულად მიმდინარეობს და პირდაპირ გართულებით - ხერხემლის, ბარძაყის ყელის ან სხვა ძვლის მოტეხილობით - იჩენს თავს.
კალცემინი ადვანსი კი, გამოიყენება სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისათვის.
მოზრდილ ასაკში, პაციენტმა უნდა მიიღოს თითო ტაბლეტი ორჯერ დღეში, ჭამის დროს.
დოზის გადაჭარბების ან ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის დროს, პრეპარატის შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ, შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები. ამიტომ გირჩევთ, მიმართეთ ან დაუკავშირდით მკურნალ ექიმს და სთხოვეთ, დაგიზუსტოთ პრეპარატის მიღების დოზები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/27
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!