მოგესალმებით!
სახსრების ტკივილი რევმატულ დარღვევებს მიეკუთვნება. ამ ტიპის დარღვევების დროს ზიანდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი:
- სახსრები;
- ძვლები;
- კუნთები.
ყველაზე ხშირია ტკივილი მუხლის, მენჯ-ბარძაყის, მხრის, იდაყვის, მტევნის, ტერფის, წვრილი სახსრებისა და ხერხემლის პროექციაზე. ტკივილი უპირატესად ყველაზე მეტად დატვირთულ ქვედა კიდურების სახსრებში ან ხერხემალშია გამოხატული.
სახსრის ტკივილის დროს ყურადღება უნდა მიექცეს მის ხასიათს, მიმდინარეობას და მოძრაობასთან კავშირს. არსებობს დაავადებები, როდესაც ტკივილი მოძრაობის დროს აღინიშნება და მოსვენებისას ცხრება.
დისტანციურად რომელიმე პრეპარატზე მითითებას ვერ მოგცემთ.
მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, მიმართოთ რევმატოლოგს.
სამწუხაროდ ამ ეტაპზე აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს ცენტრში.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!