ოსტეოპოროზი - რევმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა ოსტეოპოროზის დროს სახსრებმა იცის ტკივილი? შეიძლება თავშიც იყოს ოსტეოპოროზი ძვლებში?
პასუხი:

მოგესალმებით,
ოსტეოპოროზი ჩონჩხის სისტემური დაავადებაა, რომელსაც ძვლის სიმკვრივის შემცირება და სტრუქტურის შეცვლა ახასიათებს. ამ ცვლილებათა გამო ძვლის სიმყიფე იზრდება და, რაც მთავარია, საგრძნობლად იმატებს მოტეხილობის რისკი. ოსტეოპოროზის დროს მცირე ტრავმასაც კი შეიძლება მოტეხილობა მოჰყვეს.
ოსტეოპოროზის რისკფაქტორებად მიიჩნევა:

  • ევროპული და აზიური რასა;
  • მემკვიდრეობა;
  • ჰორმონული დარღვევები;
  • კალციუმის დეფიციტი;
  • D ვიტამინის დეფიციტი;
  • ცილების დეფიციტი;
  • ცხოვრების არასწორი წესი – ჰიპოდინამია;
  • თამბაქოს წევა;
  • ალკოჰოლიზმი.

ამ დაავადების ერთ-ერთი კლასიკური გამოვლინებაა ხერხემლის მალების მოტეხილობა, რაც იწვევს ზურგის მწვავე ან ქრონიკულ ტკივილებს რაც უარყოფით გავლენას ახდენს ფილტვების ფუნქციაზე.
ოსტეოპოროზი ნაკლებად ვლინდება სახის და თავის ქალას ძვლებზე.
შესაძლოა, თქვენს ჩივილებს იწვევდეს პოლიართრიტი რომელიც ერთდროულად რამდენიმე სახსრის ანთებაა.
ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ რევმატოლოგს.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ რევმატოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც დახმარებას გაგიწევთ,მაღალკვალიფიციური ექიმი–რევმატოლოგი ოთარ ჟვანია.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა