კითხვა: გამარჯობათ.ძალიან მაწუხებს სახსრები ისე რომ ლამის ინვალიდი ვარ.მასწავლეს ორტოფენი რომელსაც 2 2 ვსვავ დღეში 3 ჯერ.შვება ნამდვილად მაქ .მაინტერესებს თუ შეიძლება ასე დალევა.კუჭი მაწუხებს ცოტა და შეიძლება წამლის ბრალი იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით,
ორტოფენი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. მას აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ტემპერატურის დამწევი ეფექტი. ასევე, გამოიყენება სახსრების ანთებითი დაავადებებისათვის.
დიახ, შესაბამისი სპეციალისტის რეკომენდაციის გარეშე გამოყენებისას შესაძლოა, განვითარდეს გვერდითი მოვლენები, მათ შორისაა ცვლილებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.
სახსრების მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია, რადგან რევმატული დაავადებები ქრონიკულია და მუდმივ ყურადღებას საჭიროებს.
მიმართეთ შესაბამის სპეციალისტს. ამ თვალსაზრისით შეგიძლიათ, მომართოთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ რევმატოლოგ ოთარ ჟვანიას, რომელიც დაგეხმარებათ მკურნალობის შესაბამისი მეთოდის დაგეგმარებაში.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა