რევმატოიდული ართრიტი - რევმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა.შეკითხვა გვაქ თქვენთან .მკლავი მტკივა არანაირი სიმძიმე დაჭიმულობა მიმიღია უბრალოდ ერთი დღე ვდგები და ვატყობ იდაყვთან მტკივა .ხელის გაშლა მიჭირს სიმძიმის აღებაზე მტკივა.ვატყობ მტევანთან ცოტა შემისივდაა
პასუხი:

მოგესალმებით!
დისტანციურად ტკივილის გამომწევევ ზუსტ დიაგნოზს ვერ გეტყვით, თუმცა სავარაუდოდ საუბარია რევმატოიდულ ართრიტზე.
რევმატოიდული ართრიტი პროგრესირებადი დაავადებაა და პირველიდან ბოლო სტადიამდე დიდ ცვლილებას განიცდის. ხელის მტევანი რევმატოიდული ართრიტის სახეა. სადიაგნოზო კრიტერიუმად სწორედ მისი კლინიკურად თუ რენტგენოლოგიურად გამოხატული დეფორმაცია მიიჩნევა, დაავადების დიაგნოზს რენტგენოლოგიური სტადიების მიხედვით სვამენ.
ამ დაავადების დროს პაციენტს აწუხებს ტკივილი, მუშტის შეკვრა არ შეუძლია, საგნების ხელში აღება უჭირს. სტადიების შესაბამისად ფუნქციური უკმარისობა ღრმავდება, ასევე ახასიათებს სახსრების ტკივილი და შეშუპება, მოძრაობის შეზღუდვა,რევმატოიდული ართრიტის დროს პროცესში შეიძლება ნებისმიერი სახსარი იყოს ჩართული.
მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, გირჩევთ, მიმართოთ რევმატოლოგს.
ამ ეტაპზე აღნიშნული ექიმი არ გვყავს ცენტრში და სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა