მოგესალმებით,
სიტყვა “ართრიტი” სახსრების ანთებას ნიშნავს. უამრავი ტიპის ართრიტი არსებობს. მათ შორის არის ოსტეოართრიტი და რევმატოიდული ართრიტიც. ეს ორი სხვადასხვა დაავადებაა. მართალია, მათ შორის ერთგვარი მსგავსებაც შეინიშნება, მაგრამ მკურნალობისთვის უნდა ვიცოდეთ, რომელ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, მათი დიფერენცირება და სწორი დიაგნოზი მეტად მნიშვნელოვანია.
რევმატოიდული ართრიტი
სისტემური დაავადებაა. სახსრებთან ერთად ის სხვა ორგანოებსაც ვნებს: კანს, გულს, ფილტვებს, თვალებს. იწყება ზოგადი სიმპტომებით: ტემპერატურით, კუნთების ტკივილით, სისუსტით.
ოსტეოართრიტს სისტემური გამოვლენა არ ახასიათებს. მისი სიმპტომები სახსართან დაკავშირებული ცვლილებებით შემოიფარგლება. მთავარი სიმპტომი აქაც ტკივილია, რომელიც სახსრის მოძრაობასთან ერთად იმატებს, თავად მოძრაობა კი საკმაოდ შეზღუდულია და ხშირად თან ახლავს გამოხატული ხმიანობა.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, მონაცემების გასაუმჯობესებლად გასათვალისწინებელია სახსრების ფიზიკური მონაცემები, რათა თავიდან აიცილოთ მათი დაზიანება, ამიტომ გირჩევთ მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს,რომელმაც ზუსტად იცის თქვენი სახსრების მდგომარეობა და შესაბამისად შეუძლია დატვირთვა დოზირებულად შეგირჩიოთ .
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !