პოლიართრიტი - რევმატოლოგია

კითხვა: გამარჯობათ,ჩემი ოჯახის წევრს აქვს ფეხის კუნთი დაჭიმული და გამაგრებული,ხოლო ფეხი,სახსრის ქვემოთ დასიებული. ეს პრობლემა,განსაკუთრებით მწვავდება,როდესაც მოძრაობის პროცესშია ან უბრალოდ მოსვენებულ მდგომარეობაში ზის. შედარებით შვებას გრძნობს წოლის დროს,როდესაც ფეხები რამოდენიმე ბალიშზე ,ჰორიზონტალურად მაღლა, აქვს აწეული. მაინტერესებს,რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული ეს პრობლემა და რა სახის მკურნალობა იქნება ეფექტური შედეგის მომტანი? წინასწარ მადლობას გიხდით პასუხისათვის.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ საქმე შესაძლოა ეხებოდეს პოლიართრიტს, რომელიც ერთდროულად რამდენიმე სახსრის ანთებაა, ეს შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებელი დაავადება, ან გამოწვეული სხვა მიზეზებით – ტრავმები, იმუნური და მეტაბოლური დარღვევები, რის შედეგადაც ვლინდება ტკივილი, დისფუნქცია, შეშუპება სახსრებში და ა.შ.
ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ რევმატოლოგს.
აღნიშნული ექიმი არ გვყავს ცენტრში და სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა