რევმატოიდული ართრიტი - რევმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა დედაჩემს აწუხებს ქრონიკულად სახსრების ანთება. აქვს ხერხემლის გამრუდება .გულმკერდის დიაფრაგმა.რა მედიკამენტი შეიძლება მიიღოს აქვს საშინელი ტკივილი ფეხების და მარჯვენა ხელის
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის რევმატოიდული ართრიტი;
  • რა დაზიანებებს იწვევს რევმატოიდული ართრიტი;
  • რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა;
  • რევმატოლოგიური აქცია.

როგორც წინა შეტყობინებაში გვწერდით, დედას უშუპდება კიდურებიც, ამიტომ ვფიქრობთ, ჩივილის გამომწვევია რევმატოიდული ართრიტი, რომელიც შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებაა, იგი აზიანებს უპირატესად ტერფის, კოჭ-წვივის, მუხლის, სხივ-მაჯის და მტევნის სახსრებს.
პათოლოგიურ პროცესში ხშირად ერთვება კისრის მალათაშუა სახსრებიც.
რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური პათოლოგიების ნუსხაშია, ვინაიდან ამ დროს ორგანიზმში საკუთარი ქსოვილების (ძირითადად შემაერთებელი ქსოვილის) წინააღმდეგ გამომუშავდება ანტისხეულები.
დაავადების გამოვლენის შემდგომ, მოგვიანებით სტადიებზე შესაძლოა, დაზიანდეს პერიფერიული ნერვები, სისხლძარღვები, გული, ფილტვები, თირკმელები და სხვა შინაგანი ორგანოები.

revmatoiduli_artriti

რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა

ამ ეტაპზე, მედიკამენტები, რომლებიც პაციენტებს რევმატოიდული ართრიტისაგან სამუდამოდ განკურნავს, მეცნიერებს ჯერ არ შეუქმნიათ. თუმცა, თანამედროვე საშუალებებით შესაძლებელია დაავადების პროგრესირების შეფერხება, უსიამოვნო და მტანჯველი სიმპტომების შემსუბუქება-მოხსნა, გართულებათა თავიდან აცილება. რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა:

  • ანთების საწინააღმდეგო;
  • იმუნომამოდულირებელი;
  • იმუნოდეპრესანტები;
  • ციტოსტატიკური პრეპარატები.

მკურნალობის მთავარი პრინციპი ანთებისა და ტკივილის მოხსნა, იმუნური რეაქციების დათრგუნვაა, რითაც ფაქტობრივად დაავადების განვითარება და პროგრესირება ფერხდება, აღნიშნული პრეპარატები კი, პაციენტმა ხანგრძლივად და მუდმივად უნდა სვას. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი გარკვეულ გვერდით მოვლენებს იწვევს, მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობით უნდა ტარდებოდეს. ამიტომ, ზუსტი დიაგნოსტირების გარეშე, პრეპარატებზე მითითებას ვერ მოგცემთ და თქვენც გირჩევთ, თავი აარიდოთ მათ დამოუკიდებლად დანიშვნას.
როგორც წინა შეტყობინებაშიც მოგახსენეთ, შეგიძლიათ, მოიყვანოთ დედა ჩვენს კლინიკაში, სადაც აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ რევმატოლოგის კონსულტაციასა და ლაბორატორიულ კვლევებს ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/full-article/gtavazobt-revmatologis-konsultaciasa-da-laboratoriul-kvlevebs/31703
უშუალო ვიზიტის დროს მდგომარეობის ობიექტური შეფასების შემდეგ დაინიშნება ინდივიდუალური მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა