პოლიართრიტი - რევმატოლოგია

კითხვა: უკვე წელიწადზე მეტია მტკივა მარჯვენა ხელი მაჯის არეში, ვიყავი ნევროლოგთან, დამიდგინა ართროზი, ჩავიტარე მკურნალობა, მაგრამ უშედეგოდ (მანამდე გავიკეთე ანალიზები და გამოირიცხა ართრიტი). ახლა დამეწყო მარცხენა ხელის დაბუჟება და ტეხვითი ტკივილი. ეს განსაკუთრებით ღამით ძლიერდება. ვის უნდა მივმართო?
პასუხი:

მოგესალმებით,
რთულია დისტანციურად ზუსტი პასუხის გაცემა, თუმცა, შესაძლებელია თქვენი სიმპტომების გამომწვევი მიზეზი იყოს პოლიართრიტი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე სახსრის ანთებაა, ეს შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებელი დაავადება, ისე გამოწვეული სხვა მიზეზებით – ტრავმები, იმუნური და მეტაბოლური დარღვევები, რის შედეგადაც ვლინდება ტკივილი, დისფუნქცია, შეშუპება სახსრებში და ა.შ.
ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ რევმატოლოგს.
აღნიშნული ექიმი არ გვყავს ცენტრში და სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა