გონართროზი - რევმატოლოგია

კითხვა: გამარჯობათ, დედაჩემს აწუხებს მუხლის ტკივილები,ექიმ რევმატოლოგმა დიაგნოზიდაუსვა და თქვენი აზრიც მაინტერესებს მკურნალობის და რა ტკივილგამაყუჩებლები უნდა ვიხმაროთ....დიაგნოზი:„ორმხრივი გონართროზი,სტადია 3,მედიალური ნაპრალების შევიწროვება,მედიალური ოსტეოფიტებით,მუხლქვეშა ფოსოში-მარჯვნივ-„ბა� ��ის თათის„ სინდრომი“
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის გონართროზი;
  • რა იწვევს გონართროზს;
  • რას იწვევს გონართროზი;
  • მკურნალობის მეთოდი;
  • რევმატოლოგის კონსულტაცია - აქცია.

მოგახსენებთ, რომ გონართროზი მუხლის სახსრის დეგენერაციული დაავადებაა. ის შეიძლება იყოს როგორც პირველადი, ანუ დამოუკიდებლად განვითარებული, ისე მეორეული, ანუ განვითარებული მუხლის სახსრის სხვა პათოლოგიით გამოწვეული ანთებითი დაზიანების შედეგად.
გონართროზის დროს ძვლების სასახსრე ზედაპირებზე ხრტილი ცვდება, სკდება, თხელდება, რაც იწვევს ხრტილოვანი ქსოვილის ძვლოვანი მარილებით ჩანაცვლებას.
ყალიბდება ძვლოვანი წანაზარდები, რაც ხშირად იწვევს სახსრისა და მის ირგვლივ არსებული ქსოვილების დაზიანებას, ანთებას, ტკივილსა და მოძრაობის შეზღუდვას, რაც დედათქვენის შემთხვევაშიც გამოიხატა.

gonartrozi


თავდაპირველად ტკივილი ყრუა, არაინტენსიური, თუმცა ფიზიკური დატვირთვის მომატებისას შესაძლოა მკვეთრად გაძლიერდეს და ტკივილმა მუდმივი ხასიათი მიიღოს.
რაც შეეხება მკურნალობას, ამ დროს ინიშნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, რისი შერჩევაც შესაბამისი სპეციალისტის პრეროგატივაა.
უმჯობესია, მიმართოთ მკურნალ ექიმს და სთხოვოთ,გაგაცნოთ მკურნალობის გეგმა.
ხოლო თუ გსურთ, მოისმინოთ ჩვენი კლინიკის სპეციალისტის მოსაზრება, შეგიძლიათ, მობრძანდეთ რევმატოლოგთან კონსულტაციაზე. სადაც კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/full-article/gtavazobt-revmatologis-konsultacias/31683

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა