მოგესალმებით,
სავარაუდოდ საუბარია რევმატოიდულ ართრიტზე, რომელიც არის შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადება. იგი ხასიათდება მემკვიდრეობითი განწყობით და აზიანებს უპირატესად შემდეგ სახსრებს:
- ტერფის სახსარი;
- კოჭ-წვივის სახსარი;
- მუხლის სახსარი;
- სხივ-მაჯის და მტევნის სახსარი.
პათოლოგიურ პროცესში ხშირად ერთვება კისრის მალათაშუა სახსრებიც.
რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური პათოლოგიების ნუსხაშია, ვინაიდან ამ დროს ორგანიზმში საკუთარი ქსოვილების (ძირითადად შემაერთებელი ქსოვილის) წინააღმდეგ გამომუშავდება ანტისხეულები.
დაავადების გამოვლენის შემდგომ, მოგვიანებით სტადიებზე შესაძლოა დაზიანდეს:
- პერიფერიული ნერვები;
- სისხლძარღვები;
- გული;
- ფილტვები;
- თირკმელები და სხვა შინაგანი ორგანოები.
დაავადების აღმოცენებას ბიძგს აძლევს შემდეგი ფაქტორები:
- გადაცივება;
- სტრესი;
- სახსრების ტრავმა;
- ინფექცია.
თანამედროვე საშუალებებით შესაძლებელია დაავადების პროგრესირების შეფერხება, უსიამოვნო და მტანჯველი სიმპტომების შემსუბუქება - მოხსნა, გართულებათა თავიდან აცილება.
გირჩევთ, მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს. ხოლო, თუ გსურთ, მოისმინოთ ჩვენი სპეციალისტის მოსაზრება, შეუძლია მამას, მობრძანდეს ჩვენს კლინკა „ახალ სიცოცხლეში“ რევმატოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ექიმი–სპეციალისტი გაუწევს დახმარებას.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/42
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!