კითხვა: გამარჯობა, მე ვარ ნინი 16 წლის და ძალიან მაწუხებს მუხლების ტკივილი მიჭირს დაჯდომა და ადგომა ვერ ვიკუზები, საშინელი ტკივილიმაქვს როდესაც ფეხს მოკეცილს ვაჩერებ ხუთ წუთზე მეტხანს, ღამით არ მაძინებს, ადრეც მქონია ტკივილები და ვიცოდი რომ გენეტიკური იყო მაწუხებდა მაშინ როდესაც ამინდი იცვლებოდა ახლა კი სისტემატიური ტკივილი მაქვს სადღაც 5 თვეა. გთხოვთ დამეხმაროთ
პასუხი:
მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ საქმე შესაძლოა ეხებოდეს პოლიართრიტს, რომელიც ერთდროულად რამდენიმე სახსრის ანთებაა, ეს შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებელი დაავადება, ან გამოწვეული სხვა მიზეზებით – ტრავმები, იმუნური და მეტაბოლური დარღვევები, რის შედეგადაც ვლინდება ტკივილი, დისფუნქცია, შეშუპება სახსრებში და ა.შ.
ზუსტი მიზეზის დასადგენად აუცილებელია გამოირიცხოს, ნუშურა ჯირკვლების პათოლოგიაც. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, პირველ რიგში უნდა მიმართოთ
რევმატოლოგს.
აღნიშნული ექიმი არ გვყავს ცენტრში და სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !