სუნთქვის უკმარისობა

კითხვა: გამარჯობა. ვარ 26 წლის. მაწუხებს უჰაერობა და თავის ტკივილები. ფილტვები სუფთა მაქვს. ფარისებრი გადავიღე 17,9 აჩვენა ეხომ. რისი ბრალი შეიძლება იყოს უჰაერობა?ან ვის უნდა მივმართო. მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით! სუნთქვის გაძნელება (ქოშინი) დაკავშირებულია ჰიპოქსიასთან – ჟანგბადის დაბალ შემცველობასთან ორგანიზმში ანუ ჰიპოქსემიასთან– ჟანგბადის დაბალ შემცველობასთან სისხლში. აღნიშნული იწვევს სასუნთქი ცენტრის გაღიზიანებას თავის ტვინში. რის შედეგადაც უნებლიედ ხშირდება სუნთქვა და ვითარდება ჰაერის უკმარისობა. პირობითად გამოყოფენ ქოშინის 3 სახეს: ინსპირატორული ქოშინი ( გაძნელებულია შესუნთქვა)– უფრო მეტად დამახასიათებელია გულის დაავადებებისთვის; ექსპირატორული (გაძნელებულია ამოსუნთქვა),– ხშირად ხდება ბრონქული ასთმის დროს; შერეული ქოშინი ( გაძნელებული შესუნთქვაც და ამოსუნთქვაც) –დამახასიათებელია სხვადასხვა პათოლოგიისთვის. ჰაერის უკმარისობის მიზეზი შეიძლება იყოს, კერძოდ:

1. ცუდი ფიზიკური ფორმა
2. პანიკური ისტერია– ძლიერი განცდების დროს ძლიერდება გულის რითმი და ვლინდება ქოშინი (დისპნეა) 3. ანემია ანუ სისხლნაკლოვანება–ყველაზე გავრცელებული რკინადეფიციტური ანემიაა, რკინის იონები აჯერებენ სისხლს ჟანგბადით, თამაშობენ დიდ როლს სისხლწარმოქმნის პროცესებში. მათი ნაკლებობის დროს, ვითარდება ჰიპოქსია და ერთვება გადაუდებელი დაცვითი მექანიზმი– ქოშინი 4. სიმსუქნე 5. ფილტვების დაავადებები–ინსპირატორული – როდესაც ხდება შესუნთქვის გაძნელება, როდესაც ბრონქები ამოვსებულია ლორწოთი ან ფილტვის სიმსივნეების დროს და ექსპირატორული, როდესაც გაძნელებულია ამოსუნთქვა, ბრონქიალური ასთმის დროს 6. გულის იშემიური დაავადება 7. გულის შეგუბებითი უკმარისობა 8. გულის ასთმა ანუ პაროქსიზმული ქოშინი 9. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია

თქვენს შემთხვევაში , გირჩევთ მობრძანდეთ კლინიკაში კარდიოლოგთან კონსულტაციის მიზნით, საჭიროა ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების შეჯერება, სპეციალისტი დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას. ასევე თქვენი ჩივილებიდან გამომდინარე შესაძლოა კონსულტაცია დაგჭირდეთ ენდოკრინოლოგთან. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა