თავის ტკივილი

კითხვა: მაქვს თავის ძლიერი ტკივილი ხან მარჯვენა ხან მარცხენა მხარეს და ცხვირიდან გამონადენი ტკივილის დროს რა ხერხს უნდა მივმართო არანაირი ტკივილ გამაყუჩებელი არ მშველის
პასუხი:

თავის ტკივილი თანამედროვეობის ძალიან გავრცელებული პრობლემაა და ის არც ისეთი უბრალო რამ არის.თავის ტკივილის უამრავი სახეობა არსებობს: ტკივილი თავის ცალ ან ორივე მხარეს, იზოლირებული და გავრცობილი, მწვავე, მოპულსირე და ყრუ, თანდათანობით განვითარებული და უეცარი, მალე (ერთ საათზე ნაკლებ ხანში) გადავლილი და რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე.პირველადი თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებული სახეობა დაძაბულობის თავის ტკივილია. მას მხრების, კისრის, თავის ქალასა და ყბის კუნთების დაჭიმულობა იწვევს. დაჭიმულობა, თავის მხრივ, შესაძლოა გამოწვეული იყოს მოუხერხებელ პოზაში დიდხანს ჯდომით ან დგომით, მაგალითად, კომპიუტერთან მუშაობისას, ანდა მძიმე ტვირთის აწევით.
ტკივილი ასევე შეიძლება გამოიწვიოს ცივ ოთახში ძილმა და ძილის დროს თავის მოუხერხებლად დებამ.ტკივილის წარმოშობის რისკს ზრდის ძილის უკმარისობა, კვების გამოტოვება, თამბაქოს წევა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ვირუსული ინფექცია.დაძაბულობის თავის ტკივილი ქალებს უფრო ხშირად აწუხებთ, ვიდრე მამაკაცებს.ის უმეტესად ორმხრივია და ხშირად ვრცელდება თავიდან კისერზე ან, პირიქით, კისრიდან მთელ თავზე. წესისამებრ, ყრუ ან საშუალო ინტენსივობისაა და ზოგჯერ სულ 30 წუთი გრძელდება, ზოგჯერ კი მთელი კვირა. ზოგჯერ შესაძლოა დაერთოს სინათლის ან ხმაურის აუტანლობა, უმადობა. გაძლიერდეს სტრესის, დაღლილობის, ხმაურის ან მკვეთრი სინათლის ფონზე, გამოიწვიოს ძილის დარღვევა. ღებინება და გულისრევა დაძაბულობის თავის ტკივილს არ ახასიათებს.ნებისმიერი მედიკამენტი, რომელსაც თავის ტკივილის სამკურნალოდ იყენებენ ხანგრძლივი და ხშირი მიღების შემთხვევაში შესაძლოა თვითონვე იქცეს ტკივილის მიზეზად. იგივე ეფექტი აქვს კოფეინის (ყავა, ჩაი, კოკა-კოლა, კოფეინის შემცველი ტაბლეტები) ჭარბ მიღებასაც.
. საყურადღებოა, რომ მის განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს არა ტაბლეტების რაოდენობა, არამედ მიღების სიხშირე – გამაყუჩებლის კვირაში მხოლოდ 1-2 დღე მიღებისას წამლისმიერი თავის ტკივილის განვითარების ალბათობა ნაკლებია, ხოლო სამ დღეზე მეტხანს მიღებისას, თუნდაც მცირე დოზებით – დიდი.ასევე მედიკამენტების მუდმივმა მიღებამ შესაძლოა ადამიანს თირკმელები ან ღვიძლი დაუზიანოს.
თავის ტკივილის მიზეზის დასადგენად იყენებენ თავის კომპიუტერულ და მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას, რომელიც სპეციალისტს თავის ტვინში მიმდინარე ორგანული თუ არაორგანული ცვლილებების შესახებ უნიკალურ ინფორმაციას აწვდის. ტარდება ანგიოგრაფია, სისხლის ანალიზი. ზოგჯერ საჭირო ხდება ოკულისტის კონსულტაცია, რადგან თვალის ფსკერის გამოკვლევით ამ მხრივ საკმაოდ ძვირფასი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.
ასევე მნიშვნელოვანია თქვენს მიერ აღნიშნული სიმპტომი ცხვირიდან გამონადენი ტკივილის დროს,რაც სავარაუდოდ ნიშნავს იმას,რომ გაქვს ფრონტიტი/ჰაიმორიტი ,რისთვისაც უნდა მიმართოთ ოტორინოლარინგოლოგს.
აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება საკუთარ თავს. დააკვირდით როგორი სახის ტკივილი გაქვთ და უმკურნალეთ მას. მიმართეთ სპეციალისტს, მიიღეთ მედიკამენტები, მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინეთ ზემოთ აღნიშნული რჩევები.გმადლობთ ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით , გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა