თავის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: წყალში ყვინვის დროს უეცრად თავი მეტკინა საშინლად, აი წარმოუდგენლად, ამაზე დიდი ტკივილი ჯერ არ განმიცდია, მეგონა 2ტონიან ლოდებს შორის მომყვა თავი, და იგივე ტკივილი გამიმეორდა ემოციური აღგზნების დროს, დიდი სიხარულის დროს განსაკუთრებით. რა შეიძლება იყოს ?
პასუხი:

მოგესალმებით!
თავის ტკივილის უამრავი სახეობა არსებობს: ტკივილი თავის ცალ ან ორივე მხარეს, იზოლირებული და გავრცობილი, მწვავე, მოპულსირე და ყრუ, თანდათანობით განვითარებული და უეცარი, მალე (ერთ საათზე ნაკლებ ხანში) გადავლილი და რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე. პირველადი თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებული სახეობა დაძაბულობის თავის ტკივილია. მას მხრების, კისრის, თავის ქალასა და ყბის კუნთების დაჭიმულობა იწვევს. დაჭიმულობა, თავის მხრივ, შესაძლოა გამოწვეული იყოს მოუხერხებელ პოზაში დიდხანს ჯდომით ან დგომით, მაგალითად, კომპიუტერთან მუშაობისას, ანდა მძიმე ტვირთის აწევით. ტკივილი ასევე შეიძლება გამოიწვიოს ცივ ოთახში ძილმა და ძილის დროს თავის მოუხერხებლად დებამ. ამ ტიპის თავის ტკივილი ხშირად წარმოიშობა ემოციური დაძაბულობის დროს. ტკივილის წარმოშობის რისკს ზრდის ძილის უკმარისობა, კვების გამოტოვება, თამბაქოს წევა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ვირუსული ინფექცია. ხშირად დაძაბულობის თავის ტკივილი თავისთავად, მკურნალობის გარეშეც გაივლის.
დისტანციურად ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია. იმისათვის რომ დავადგინოთ რა იწვევს თავის ტკივილის სიმპტომს თქვენს შემთხვევაში, შემოგთავაზებთ ნევროლოგთან უფასო კონსულტაციას. რომელიც ვიზიტისას შეაფასებს თქვენს მდგომარებას, დასვამს დიაგნოზს და ამის შემდეგ დაგენიშნებათ მკურნალობა.
ნევროლოგთან საკონსულტაციო დღეა პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა