თავის ტვინის კისტა - ნეიროქირურგია

კითხვა: გამარჯობა .ჩემს მეგობარს აღმოაჩნდა თავში ტვინთან კისტა რომელიც არის ექვსი მილიმეტრის, მას ააქვს ხშირი თავის ტკივილები და ხშირადაც ავადობს. როგორ მოიქცეს გთხოვთ დამაკვალიანოთ . მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით, ქალბატონო მართა,
აღნიშნული შეკითხვით ბევრი პაციენტი მოგვმართავს. შესაბამისად, გიპასუხებთ ანალოგიურად.
სასურველია პაციენტის მდგომარეობის , ზუსტი ანამნეზის და დიაგნოზის საფუძველზე გაგეცეთ კორექტული პასუხი.
ზოგადად, თავის ტვინის კისტა, რა თქმა უნდა საყურადღებოა, რადგან შესაძლოა მოხდეს მისი:

  • ზომაში ზრდა;
  • კისტის ჩაჭედვა;
  • ზეწოლა ტვინის სხვა უბნებზე;
  • სხვა ტიპის გართულება, რომელიც იწვევს შეუქცევად პროცესებს.

ამიტომ, საჭიროა მისი მუდმივი კონტროლი და პერიოდული კონსულტაციები სპეციალისტთან.
უპირველ ყოვლისა სასურველია, დადგინდეს რა ტიპის კისტას ეხება საქმე.
მცირე ზომის კისტები შეიძლება არსებობდეს დიდი ხნის მანძილზე ტვინის ქსოვილში, რომელიც არ იწვევდეს დისკომფორტს. ამიტომ, ჩვენი რჩევა იქნება თქვენმა მეგობარმა გაიაროს კონსულტაცია ნეიროქირურგთან ,რომელიც დიაგნოზის დასმის შემდეგ დასახავს მკურნალობის გეგმას.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა