ტემპერატურა მშობიარობის შემდეგ - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობათ ჩემ მეუღლეს მშობიარობის შემდეგ აქვს სიცხეები 37 და რას უნდა დავაბრალოთ?
პასუხი:

მოგესალმებით!
მშობიარობის შემდგომ ინფექციას ეჭვობენ, თუ მშობიარობიდან პირველი 10 დღის განმავლობაში, სხეულის ტემპერატურა ზედიზედ 2 დღე 38 გრადუსს აღწევს. ტემპერატურას ზომავენ დღეში 4-ჯერ. ხანმოკლე სუბფებრილიტეტი ნორმალური მშობიარობის შემდგომ პერიოდშიც შეიძლება განვითარდეს, რასაც სისუსტე, გარდამავალი ბაქტერიემია და სისხლში უცხო სხეულების - ნაყოფის ცილების - მოხვედრა განაპირობებს.
ბუნებრივი გზით მშობიარობის შემდეგ ტემპერატურა, წესისამებრ, თავისთავად უბრუნდება ნორმას.
საკეისრო კვეთის შემდეგ კი ცხელების არსებობისას , აუცილებელია გამოირიცხოს ინფექციური გართულების არსებობა. შესაბამისად , გირჩევთ საქმის კურსში ჩააყენოთ მკურნალი მეან–გინეკოლოგი და მასთან ერთად დაგეგმეთ პაციენტის კვლევის გეგმა .
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი , შეუძლია თქვენს მეუღლეს მობრძანდეს ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ სამშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა