მოგესალმებით,
ძნელია დისტანციურად ისეთი დაავადების მკურნალობა, როგორიც ტერფის სოკოა. თუმცა, შეგვიძლია, მოგცეთ რამდენიმე რეკომენდაცია.
თუ ნამდვილად ტერფის სოკოსთან გვაქვს საქმე, მაშინ მასთან ბრძოლის მიზნით აუცილებელია, ყოველდღე დაიბანოთ ფეხები და იცვალოთ წინდები. დაბანილი ტერფები, პირსახოცით კარგად გაიმშრალეთ. უნდა ერიდოთ ფეხების გაოფლინებას.
გარდა ამისა აუცილებელია ფეხსაცმლის სპეციალური დამუშავება – ფეხსაცმელები გულდასმით დაამუშავეთ ძმრის ესენციაში დასველებული ბამბის ტამპონებით. თავდაპირველად გარეცხეთ გარედან, შემდეგ შიგნით: ჩადეთ ტამპონი ფეხსაცმლის ,,ცხვირში” და ჰერმენტულად შეფუთეთ ცელოფნის პარკში 24 საათით. ამის შემდეგ ფეხსაცმელი გაანიავეთ და გაწმინდეთ ნიშადურის სპირტით, სუნის გასანეიტრალებლად.
შესაბამისი მკურნალობის დასანიშნად, აუცილებელია მიმართოთ დერმატოლოგს.
აღნიშნული სპეციალისტი, ამ ეტაპზე არ გვყავს კლინიკაში, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/dermatologia/23
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!