მოგესალმებით,
ბავშვებში ხშირია ისეთი პათოლოგია, როგორიცაა ტერფმრუდობა.
ტერფმრუდობით დაავადებულ ბავშვებში აღინიშნება ტერფ–წვივის სახსრების ძვლების არასწორი მდებარეობა და მოძრაობებში შეზღუდვა. ასეთი დარღვევა ვლინდება ქვედა კიდურების ტერფის შიგნითა ნაწილის აწევით და გარეთას დაწევით, ფეხისგულისაკენ მოხრით, ამ დროს ტერფის წინა ნაწილი მოზიდულია. დეფორმაცია შეიძლება იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი.
ბავშვთა ტერფმრუდობის ერთ–ერთ ეფექტურ დიაგნოსტიკურ მეთოდს მიეკუთვნება ოსტეოპათია. პროცედურის შედეგი ვლინდება პირველივე სამკურნალო კურსის შემდეგ. ოსტეოპათი, აქტიურ წერტილებზე ზემოქმედების საშუალებით, სახსრებს აძლევს სწორ მიმართულებას.
თუ მკურნალობის კონსკერვატიული მეთოდი არ იქნება ეფექტური, ტარდება ოპერაცია ზაცეპინის მეთოდით, შემდგომ კი საჭიროა სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი და ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიოთერაპიაც.
გირჩევთ, დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს და მიჰყვეთ მის რეკომენდაციებს, ან მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ, ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/bavshvta-asakis-daavadebebi/25
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!