ტინიტუსი – ხმაური ყურებში

კითხვა: გამარჯობათ.მარჯვენა ყურში მაქვს პულსირებადი ფეთქვა უკვე 4 თვეა , მაღალი წნევა არასოდეს არ მქონია.ყურის ექიმთან ვიყავი და მითხრა ოტიტიაო დამინიშნა ფლოქსადექსის წვეთები, თავიდან რომ ჩავიწვეტე 3 დღე თიტქოს შემიმცირდა და მერე ისევ ისე დაიწყო ფეთქვა. ერთი თვის შემდეგ წავედი სხვა ექიმთან მითხრა ჯანმრთელი ყურები გაქვსო.შემდეგ მივმართე ნევროპათოლოგს არაფერი ისეთი არ ჩანსო და დამინიშნა ვინპოტროპილი 10დე . ვსვამ ჯერ არ დამიმთავრებია.იქნებ მირჩიოთ ვის მივმართო და რა შეიძლება იყოს. მადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით ქალბატონო მაია !  თქვენი  ანამნეზიდან გამომდინარე უნდა ვიფიქროთ რომ არის  - ცალმხრივი (თქვენს შემთხვევაში მარჯვენამხრივი) ტინიტუსი .

მოგახსენებთ, რომ თქვენს მიერ ,თავდაპირველად ,სამიზნე სპეციალისტები სწორად ყოფილა შერჩეული. ჩვენც იგივე სისტემებში დავიწყებდით მიზეზის ძებნას ,თუმცა ვფიქრობთ,რომ  არ იქნება ურიგო,კვლავ გაიაროთ იგივე გზა,მაგრამ  უკვე ჩვენს კლინიკაში .

სავარაუდოდ დაგჭირდებათ დამატებითი ინსტრუმენტული და რადიოლოგიური კვლევები,რომელსაც ჩვენი სპეციალისტები დაგინიშნავენ .

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით  577 119 19  ან  202 25 25 . 

გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ  ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა