კითხვა: რომელ ქვეყანაში ხდება თირკმლის დონაცია ფულზე
პასუხი:
მოგესალმებით,
როგორც უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს, დონორობა არის უფასო, ნებაყოფლობითი, ალტრუისტული ქმედება.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ორგანოს გაცემა სიცოცხლეში შესაძლებელია მხოლოდ გენეტიკური ნათესავისთვის ან მეუღლისთვის გადასანერგად ან "დონორთა გაცვლის პროგრამაში" მონაწილეობის შემთხვევაში. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, სიცოცხლეში ორგანოს დონორობა აკრძალულია.
რომელ ქვეყანაშია თირკმლის დონაცია ანაზღაურებადი, ინფორმაციას არ ვფლობთ და შესაბამისად, ვერ დაგეხმარებით.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !