თირკმლის კენჭები - უროლოგია

კითხვა: გამარჯობათ.თირკმელში აღმომაჩნდა კენჭები.3 და 5 მმ.უროლოგის ტჩევით ვიმკურნალე.მაქვს წვა და შარდის ბუშტში სიმხურვალის შეგრძნება.გავიკეთე გამოკვლევა შარდის საერთო და ბაქტეროლოგიური.სისხლში აჩვენა რეაქტიული ცილა მაღალი.არადა მითხრეს რომ უროლოგიურად არაფერი მჭირს.ყველაფერი ნორმაშია.მირჩიეს რევმატოლოგთან კონსულტაცია.მაქვს წელის ოსტეოქონდროზი.ასევე ქალურადაც ბ.გამოვიკვლიე.მითხრეს საშოს ატროფია.ქალური ყველაფერი ამოჭრილი მაქვს.მქონდა მიომა.გენოკოლოგმა დამინიშნა სანთლები და მაზი.მაგრამ შეღავათი არ მაქვს.იქნებ მირჩიოთ ვის მივმართო.სისხლში როეა აწეული 20მდე.
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას, თირკმლის კენჭოვანი დაავადების დროს, მყარი მინერალური დეპოზიტები იქმნება თირკმელში. ეს კენჭები მინერალებისა და მჟავა მარილებისაგან შედგება.
თირკმლის კენჭებს ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს,დაავადება ეხება საშარდე გზის ნებისმიერ ნაწილს, თირკმლიდან შარდის ბუშტამდე. ხშირად, კენჭი იქმნება, როცა შარდი კონცენტრირებულია, რის გამოც მინერალები კრისტალიზირდება და ერთმანეთს ეკვრის.
უპირველეს ყოვლისა საჭიროა, თვითონ კონკრემენტის (კენჭის ) კლასიფიცირება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • ზომა;
  • რენტგენოლოგიური მახასიათებლები;
  • ეტიოლოგია;
  • მინეროლოგიური შემადგენლობა;
  • განმეორებითი კენჭების გაჩენის რისკის ხარისხი;
  • ეტიოლოგიურად ინფექციურია თუ არაინფექციური და ა.შ.

ამიტომ, უმჯობესია მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში უროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში კი, დაგინიშნავთ კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და თავად მოგახსენებთ მკურნალობის მეთოდის შესახებ. მკურნალობის მეთოდებს შორის, ჩვენთან დანერგილია ლითოტრიფსია უახლესი სამედიცინო აპარატურით.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა