კითხვა: გამარჯობათ 15 წლის მოზარდს აქვს თავის (კანკალი) მოძრაობისას დახრისას როდესაც იჭიმება კისერი ვიყავით ნერვოპათოლოგთან დანიშნა ძვლის წამლები მაგრამ დაეწყო ყურში ტკაცუნი მთქნარებისას პირის გაღებისას ან ღეჭვისას არ აქვს ტკაცუნი არც ტკივილი მხოლოდ მთქნარებისას და ყელში ხრაშუნის შეგრძნება ყბის სახსრის პრობლემა შეიძლება იყოს? ან ამას შეუძლია (თავის კანკალი გამოიწვიოს?) ვისთან შეიძლება მივიყვანო სტომატოლოგთან თუ ოჯახის ექმითან?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის ტრემორი;
  • ტრემორის გამომწვევი მიზეზები;
  • რა არის პარკინსონის დაავადება.

სავარაუდოდ, ჩივილის გამომწვევია ტრემორი, რომელიც ნერვული სისტემის დაავადებაა (ნევროლოგიური დაავადება), რომელიც იწვევს რითმულ კანკალს. მისი განვითარების მიზეზი მრავალგვარია და შესაძლოა, გამოხატული იყოს სხეულის თითქმის ყველა ნაწილში.
ზოგადად ტრემორის მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ზოგიერთი მედიკამენტი;
  • თავის ტვინისა და ნერვების დაავადებები;
  • პერიფერიული ნეიროპათიები;
  • სისხლში გლუკოზის დაბალი დონე;
  • კუნთოვანი სისუსტე და დაღლილობა;
  • ჰიპერთირეოზი;
  • სტრესი, გაღიზიანება, დაღლილობა.

ასევე, სასურველია, გამოირიცხოს პარკინსონის დაავადება, რომელიც მოძრაობის დარღვევით მიმდინარე ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადებაა და მას თავის ტვინში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები განაპირობებს.
ტრემორის პარკინსონის დაავადებისაგან გასარჩევად არსებობს მარტივი მეთოდი - თუ კანკალი იწყება დასვენების დროს, მშვიდ მდგომარეობაში, მაშინ მეტად სავარაუდოა, რომ ეს იყოს პარკინსონის დაავადება, ხოლო თუ კანკალი იწყება რაიმე აქტივობის განხორციელებისას (ჭამა, წერა) ეს არის ესენციური ტრემორი (გაითვალისწინეთ, ეს არაა დიაგნოზის დასმის უტყუარი მეთოდი).
ესენციური ტრემორის მქონე ადამიანების ნახევარზე მეტს აქვს დაავადების ოჯახური ისტორია. პარკინსონის დაავადებისგან განსხვავებით, ესენციური ტრემორი არაა პროგრესირებადი და თუ მსუბუქ ფორმებშია გამოხატული შესაძლოა მკურნალობასაც არ საჭიროებდეს.

tavis_kankali

ყბის ტკაცუნი

სავარაუდოდ, ყბის ტკაცუნი გამოწვეულია საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიიდან.
აღნიშნული დაავადების ორ დამოუკიდებელ ჯგუფს გამოყოფენ: დაავადებებს, რომელთა დროსაც ზიანდება სახსრის ქსოვილი, ესენია:

  • ართრიტები (სახსრის ანთება), არაანთებითი დაავადებები – სახსარშიდა მოშლილობები, ოსტეოართროზები, ანკილოზები, თანდაყოლილი ანომალიები;
  • დაავადებები რომლებიც განპირობებულია საღეჭი კუნთების პათოლოგიითა და ყბა-კბილთა სისტემის აგებულებით.

ნაკლებსავარაუდოა, ყბის სახსრის პათოლოგია იწვევდეს თავის კანკალს, თუმცა, დაზუსტებით ვერ მოგახსენებთ.
სასურველია, ბავშვმა კონსულტაცია გაიაროს როგორც ნევროლოგთან, ისე ყბა-სახის ქირურგთან. ამისთვის უნდა მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა