მოგესალმებით,
თქვენს შემთხვევაში საქმე ეხება თრომბოციტოპენიას. ეს არის მდგომარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სისხლში თრომბოციტების ნაკლებობა. მისი განვითარების მიზეზი, იმუნური სისტემის პათოლოგია ან ანემიის რომელიმე ფორმაა.
დაავადებამ მკურნალობის გარეშე შეიძლება გამოიწვიოს:
- ჭარბი სისხლდენა;
- თავის ტვინში სისხლის ჩაქცევა;
- პოსტჰემორაგიული ანემია.
ზუსტი დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია ბიოქიმიური მონაცემები, სისხლის საერთო ანალიზი და თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგადი შეფასება.
ამ მიზნით გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და გაიაროთ კონსულტაცია ჰემატოლოგთან. სათანადო კვლევების ჩატარების შემდეგ კი, აუცილებლად დაგეხმარებათ მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი და დაგენიშნებათ აპრობირებული და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/hematologia-/40
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!