გამარჯობა! მოგეხსენებთ, ჯერ–ჯერობით არ გვაქვს, თუმცა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში სულ მალე იფუნქციონირებს ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტი. ამ პროექტის მეშვეობით, პაციენტებს შევთავაზებთ მაღალი სტანდარტის მკურნალობას, რაც სამედიცინო თვალსაზრისით უკვე მიღებული პრაქტიკაა განვითარებულ ქვეყნებში. პაციენტებს საშუალება ექნებათ მზრუნველ გარემოში მიიღონ ინდივიდუალიზირებული, უმაღლესი ხარისხის ონკოლოგიური მკურნალობის სრული სერვისი. რადიოთერაპია განხორციელდება Varian-ის ფირმის TrueBeam სხივური ამაჩქარებლით. პაციენტების დაგეგმარება კი მოხდება როგორც კომპიუტერულ ტომოგრაფზე Toshiba Aquilion Large Bore CT–ზე, ასევე Philips Vereos PET/CT სკანერზე. ეს მოწყობილობები უკვე შეძენილია და მიმდინარეობს მათი მონტაჟი.საქართველოს მოქალაქეები ხშირად მიემგზავრებიან საზღვარგარეთ, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა საკმაოდ ძვირადღირებულია. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ეს პროექტი მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, რომ საქართველოში იმკურნალონ და ორჯერ ან სამჯერ ნაკლებ ფასად ისარგებლონ ონკოლოგიაში არსებული ყველა იმ თანამედროვე მეთოდით, რის გამოც უცხოეთში გამგზავრება უწევდათ. ჩვენი მიზანია, რომ პაციენტებმა სრული ონკოლოგიური მომსახურება მიიღონ სამშობლოში.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!