მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ საქმე ეხება ბაქტერიულ ვაგინოზს, რომელიც არის ვაგინის ანთების ფორმა, რომლის დროსაც ვაგინის ნორმალურ ფლორაში არსებული ერთი ან რამოდენიმე ტიპის ბაქტერია ჭარბად მრავლდება.
დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი დაუდგენელია, თუმცა ზოგიერთი მოქმედება ვაგინოზის რისკს ზრდის, მაგალითად– დაუცველი სექსუალური კავშირი.
ბაქტერიული ვაგინოზის სიმპტომებია:
- ვაგინალური თხელი გამონადენი, რომელსაც აქვს მონაცისფრო, თეთრი ფერი;
- უსიამოვნო სუნის მქონე ვაგინა;
- ქავილი ვაგინის არეში;
- წვის შეგრძნება შარდვის დროს;
ქალების დიდ ნაწილს ბაქტერიული ვაგინოზის დროს სიმპტომები საერთოდ არ აღენიშნება.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სრული გინეკოლოგიური კვლევა, დეტალური ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს: https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad
ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!