ვერტებრო–ბაზილარული უკმარისობა

კითხვა: წინასწარ გმადლობთ მოსმენისთვის მე სამი წელია ცუდად ვარ მაკ კისრის მალების ოსტეოქონდროზი თავბრუ ხვევა წონასწორობის დაკარგვა ზოგჯერ დზლიერი თავბრუ ხვევაც მაკ ყველაფერი ტრიალებს ვმკურნალობ შედეგი ცოტა მაკ ორი წელია წამალს ვსვამ დავიტანჯე კატე გადაგდებული მაკ დოპლერიც. მაგრამ მაგნიტურ რეზონანსულზე ვერ შვედი ცუდად გავხდი დახურულ სივრცეში. ვერტიგო ბაზირალური უ კმარისობა ასეთია დიაგნოზი ყურეფში შუილიც მაკ. რამე თუ ეშველება ამ დაავადებას ბევრი ამბობს რომ განუკურნებელია თითქმის სულ თავბრუ მეხვევა. გმადლობთ.
პასუხი:
ვერტებრო–ბაზილარული არტერიული სისტემა მოთავსებულია თავის ტვინის უკანა მხარეს და მოიცავს ვერტებრალურ და ბაზილარულ არტერიებს. ეს სისხლძარღვები ამარაგებენ თავის ტვინის სასიცოცხლო სტრუქტურებს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით.
ვერტებრო–ბაზილარული უკმარისობა ვითარდება,როდესაც სისხლის მიმოქცევა მცირდება ან საერთოდ წყდება სისხლძარღვებში. ყველაზე ხშირი მიზეზი უკმარისობის განვითარების არის ათეროსკლეროზი. ასევე სხვა ფაქტორებია– კისრის მალების ოსტეოქონდროზი, ჰიპერტენზია,დიაბეტი,სიმსუქნე,გენეტიკური ფაქტორი ან ქოლესტერინის მაღალი დონე.
დაავადების სიმპტომებია: –თავბრუსხვევა, –გულისრევის შეგრძნება, –ღებინება, –თავის ტკივილი, –შუილი ყურებში, –კიდურების დაბუჟება, –ცნობიერების დაქვეითება, –სისუსტე, –ბალანსისა და კოორდინაციის დაკარგვა,–ყლაპვის გაძნელება.
ჩვენი რჩევა იქნება მიმართოთ ნევროლოგს,რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ მოგცემთ შესაბამის მითითებებს და საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას ან გადაგამისამართებთ სხვა სპეციალისტთან. თუ გსურთ ალტერნატიული აზრის მოსმენა,შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში. ჩვენთან მიმდინარეობს აქცია,რომელიც გულისხმობს ნევროლოგის უფასო კონსულტაციას ყოველ პარასკევს. აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე– 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით,  გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა