მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში რთულია ზუსტი დიაგნოსტირება, თუმცა შესაძლოა საქმე ეხებოდეს ვიტილიგოს, რომელიც ვითარდება კანის დაზიანებულ ადგილებში მელანინის ნაკლებობის შედეგად.
დაავადების მიმდინარეობისას კანის სხვადასხვა უბანზე თანდათანობით ჩნდება დეპიგმენტირებული ლაქები, რომლებიც მიდრეკილნი არიან ზრდისა და შერწყმისაკენ.
ვიტილიგოს იდენტიფიცირება ხდება ექიმის მიერ ფიზიკური გასინჯვის შემდეგ. ვიზიტისას ასევე შეიძლება გკითხონ ოჯახის სამედიცინო ისტორიის შესახებ.
ვიტილიგოს დროს უმეტეს შემთხვევაში დეპიგმენტაცია ვრცელდება და საბოლოოდ ვლინდება მთელ სხეულზე.
უმჯობესია, მიმართოთ დერმატოლოგს, რათა დადგინდეს ლაქების ტიპი.
ამ ეტაპზე, აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/23
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !