ვიზიტი გინეკოლოგთან - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა, ვარ 19 წლის და რამოდენიმე დღეა შევნიშნე რომ მაქვს საშოდან ყავისფერი გამონადენი რომელიც ყოველდღე მაქვს უკვე . არის ბლანტი მასის მაინტერესებს რისგან არის გამოწვეული და როგორ უნდა ვუმკურნალო. და იწვევს თუ არა შვილოსნობის პრობლემებს?ჩემს მეუღლეს აინტერესებს
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად გამომწვევ მიზეზს ვერ განვსაზღვრავთ, ეს არაპროფესიულია.
საკმაოდ ბევრი კითხვა ექნება ექიმს ,თუ მას დიაგნოზის დასასმელად მიაკითხავთ ,ვინაიდან მსგავსი სიმპტომი მრავალ შემთხვევაში შესაძლოა აღმოცენდეს .ამიტომ ,კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროა დიფერენცირება და განსაზღვრა არის თუ არა ეს : ჰორმონული დარღვევის ნიშანი, ან მენსტრუალური ციკლის წინა პერიოდი ,ხომ არ ახლავს ამას მუცლის ტკივილი, სპაზმი, რამდენი წლისაა პაციენტი,მსგავსი რამ ადრე ჰქონია თუ არა ,რას უკავშირებს ასეთი გამონადენის გაჩენას,ხომ არ არის რაიმე ინფექცის სხვა ნიშნები და ა.შ.
შესაბამისად,დისტანციაზე ,ამ ყოველივეს ვერ გავარკვევთ და სასურველია განახორციელოთ ვიზიტი გინეკოლოგთან.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ექიმი ინსტუმენტულად დაათვალიერებს საშვილოსნოს ღრუს, დანიშნავს საჭირო ლაბორატორიულ–კლინიკურ კვლევებს, რათა გამოირიცხოს პათოლოგიის არსებობა.
გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა