ვიზიტი ჰემატოლოგთან - ჰემატოლოგია

კითხვა: გამარჯობა.. ვარ 22 წლის, მყავს 2შვილი 1წლის სხვაობით გაჩენილი..13წლის რომ ვიყავი ექსკურსიაზე მდინარეში დაგვაბანინეს ხელები ბავშვებს და ამის შემდეგ გავხდი ცუდად.. სხვა ბავშვებიც მოიწამლნენ და მორჩა.. მე დამრჩა სიცხეები 37.3-37.5, სისუსტე, თავბრუს ხვევა..მანამდე ნორმალური სიცხეები მქონდა ყოველთვის.. სისხლის ანალიზში ცვლილებები მქინდა ედს მომატებული და ლეიკოციტები.. გამოვიკვლიეთ მაშინ ყველაფერი ტუბერკულიოზიც და არაფერი მქონდა.. რამდენიმე წელში გამიარა თავბრუსხვევბმა და სისუსტე და დაბალი სიცხე პერიოდულად მქონდა და აღარ ვაქცევდი ყურადღებას.. ორივე ორსულიბაში ძლიან მემატებოდა ლეიკოციტები და ედს.. რეზუს ფაქტორი დადებითი გვაქვს მეც და შვილებსაც.. შემდეგ პირველ ორსულობაში ბრმა ნაწლავის ოპერაცია გამიკეთეს და ბოლოს პიელონეფრიტიც დამემართა.. თირკმლის პრობლემა დამრჩა მშობიარობის შემდეგაც.. ახლა მეორე ბავშვი 9თვის მყავს და სისხლის ანალიზში ძალიან მაქვს ცვლილებები ისევ.. კრეატინინი ყოველთვის ნორმაში მქონდა სისხლში ეხლა 85მაქვს..შარდის ანალიზი ნორმაშია და ამიტომ თირკმელზე მკურნალობას არ მინიშნავენ.. სისხლის ანალიზში მკვეთრი ცვლილებების გამო რომელ სპეციალისტს უბდა მივმართო? აღარ ვიცი.. ჩემი ოჯახის ექიმი არ მიშვებს არცერთ სპეციალისტთან მაგრამ აშკარად რაღაც დარღვევბი მაქვს ორგანიზმში..
პასუხი:

მოგესალმებით,
სისხლის საერთო ანალიზს სხვაგვარად სისხლის კლინიკურ ანალიზს უწოდებენ. მას ყველაზე ხშირად მიმართავენ სხვადასხვა დაავადების დიაგნოზირებისთვის. ამ ანალიზით განსაზღვრული პარამეტრები ფიზიოლოგიური თუ პათოლოგიური ფაქტორების საპასუხოდ განვითარებულ ორგანიზმის რეაქციას ასახავს
სისხლის საერთო ანალიზში, ლეიკოციტების ნორმაა ( ქალებში) – (4,0–9,0)×〖10〗^9 ერთ ლიტრზე.
ერითროციტების ( ქალებში ) – (180–320)×〖10〗^9.
ე.დ.ს ( იგივე როე რუსულად ) – ქალებში — 2-15 მმ/სთ.
თუმცა, ამ მაჩვენებელთა ნორმები, ან ზომის ერთეულები, ამა თუ იმ კლინიკაში არსებული აპარატურის სპეციფიურობიდან გამომდინარე ,შესაძლებელია იყოს განსხვავებული.
ზოგადად ედსის მატება დაკავშირებულია ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებთან, თუმცა ის არ არის დამოუკიდებელი სიმპტომი და განიხილება პაციენტის სხვა მონაცემებთან ერთად.
ედს-ის მომატება აღინიშნება ანთებითი პროცესებისას: ჩირქოვანი პროცესები, აბსცესი, სხვადასხვა ორგანოს ანთებითი პროცესი (აპენდიციტი, ქოლეცისტიტი, პიელიტი, პნევმონიები და სხვა), ბაქტერიული ინფექციები, ზოგჯერ ალერგიული მდგომარეობისას ,ონკოლოგიური დაავადებებისას .
ასევე, ხშირად მაღალი ედს-ით მიმდინარეობს ნევროზი.
ძალიან ხშირად მაღალი ედს-ის მიზეზის დადგენა რთულდება, რადგან პაციენტებს ჩივილები არა აქვთ.
ასეთ დროს, პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს ფარული ჩირქოვანი პროცესის კერები (ტონზილიტი, სინუსიტი, ფლებიტი, ადნექსიტი და სხვა).
ლეიკოციტების ჭარბი რაოდენობა ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესზე ან ბაქტერიულ ინფექციაზე მიუთითებს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ლეიკოციტების დონე ძლიერი სტრესის, ფიზიკური დაძაბულობის ან ფეხმძიმობის ფონზე იზრდება.ასევე გასათვალისწინებელია სისხლის დაავადებები .
პრევენციის მიზნით, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და თავდაპირველად გაიაროთ კონსულტაცია ჰემატოლოგთან. შემდგომში მისი გადაწყვეტილებით დაინიშნება სათანადო კვლევები, რის შემდეგაც ექიმი დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა