კითხვა: 21 წლის გოგოს ფეხზე პერიოდულად უცდება რამდენიმე ცალურჯება ემტკვევა მესტრუაციის დაწკებას ან დასრულების სჰემდეგ შემდეგ ტავისიტ გაუვლის გავუკეტედ ანალიზი ყველაპერი ნორმაში გემოგლობინი არის 10.8 წამლები არ დაუნიშნავტ რისი ბრალი შეიდზლება იკოსმარგალიტადზე
პასუხი:

მოგესალმებით,
ე.წ. ჩალურჯება - ძირითადად გამოწვეულია შიდა სისხლდენით.
ასევე, შესაძლოა გამოიწვიოს ისეთმა დაავადებებმა, როგორებიცაა:

  • ჰემოფილია;
  • თრომბოციტოპენია;
  • წითელი მგლურა;
  • ციროზი;
  • ლეიკემია.

გირჩევთ, ჩაიტაროთ კოაგულოგრამა და სისხლში თრომბოციტების განსაზღვრა, რათა დარწმუნდეთ, რომ შედედების სიტემაში დარღვევები არ არის.
ასევე, აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ ჰემატოლოგთან, რათა თავი აარიდოთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას.
ამ მიზნით, პაციენტს შეუძლია, მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში ჰემატოლოგთან . კონსულტაციისას თავდაპირველად უნდა შეიკრიბოს ანამნეზი და გულდასმით გაისინჯოს პაციენტი.
ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ კი, შესაძლებელი იქნება დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობის მეთოდის განსაზღვრა.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა