მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ზოგადად ყურებში ხმაურის მიზეზი შეიძლება იყოს: ყურის ანთება; გოგირდოვანი საცობი; უცხო სხეული სასმენ მილში; სასმენი ნერვის დაზიანება. გარდა ამისა, ყურებში ხმაური შეიძლება გამოიწვიოს თავის ტრავმამ, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზმა და ა.შ.
თუმცა, როგორც თავად მოგვითხრობთ გაქვთ ხერხემლის პრობლემა, ამიტომ ვფიქრობთ, შესაძლოა თქვენს ჩივილებს იწვევდეს, როგორც კისრის მალების ოსტეოქონდროზი, ისე თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევები.
დიახ, კლინიკაში გრძელდება ნევროლოგთან უფასო კონსულტაციები და შეგიძლიათ ისარგებლოთ იმ შემთხვევაში თუ ბრძანდებით საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარი.
ვიზიტისას ნევროლოგი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას ობიექტურად და საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, დაისმება დიაგნოზი და დაგენიშნებათ მკურნალობა.
მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევის საჭიროების შემთხვევაში შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias
ხოლო, ბრაქიოცეფალური სისხლძარღვების დოპლერის შემთხვევაში კი, მიჰყევით ბმულს : https://kirurgia.ge/article/31356/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad--
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა მაწუხებს ყურებში წუილი,შუილი დაბუჟება ტავში ასევე მაქ ხერხემლის პრობლემა და რას მირჩევთ თუ გაქვთ უპასო კონსულტაცია ნევროლოგის ვარ 33 წლის ტკივილი არ მაქ როგორც ასეთი უბრალოდ დისკომფორტს განვიცდი გთხოვთ მიპასუხოთ
პასუხი: