მოგესალმებით,
რასაც თქვენ აღწერთ, ცნობილია "მფრინავი ბუზების" სახელით და ახასიათებს მინისებური სხეულის (ჟელესებრი მასა, რომელიც ავსებს თვალს და მოთავსებულია ბროლსა და ბადურა გარსს შორის) დესტრუქციას (შემღვრევას).
მინისებური სხეულის შემღვრევები განსაკუთრებით კარგად ჩანს ღია ფერის ფონზე მკვეთრი განათებისას.
მინისებრი სხეულის შემღვრევის მიზეზი უმეტეს შემთხვევაში არის ასაკობრივი ცვლელებები და მიოპია, ასევე თვალისა და თავის ტრავმა (მაგ. ბლაგვი საგნის მოხვედრა თვალის არეში, სახის ძვლების ტრავმები , რინოპლასტიკა , ტვინის შერყევა დ.ა.შ.), თვალის სისხლძარღვოვანი, ბადურა გარსისა და მინისებური სხეულის ანთებითი პროცესები.
ასევე გვხვდება ზოგიერთი ზოგადი დაავადების, ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევების დროს , მაგ: ვეგეტო - დისტონია, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონული დაავადება, სისხლძარღვების სხვადასხვა გენეზის დაავადებები.
შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ხანგრძლივ მხედველობით დატვირთვასთან, ფიზიკურ და ფსიქოემოციურ სტრესთან, ფიზიკურ გამოფიტვასა და დისტროფიასთან, ჰორმონული პრეპარატების მიღებასა და ორსულობასთან, რადიაციული გამოსხივებისა და ტოქსიური ნივთიერებების ზემოქმედებასთან, ასევე შესაძლებელია ასოცირებული იყოს ოსტეოქონდროზთან.
როგორც წესი, მინისებური სხეულის ასეთი ერთეული შემღვრევა მხედველობის დაქვეითებას არ იწვევს, მაგრამ საჭიროა თვალის ზოგიერთი, პროგნოზულად საშიში დაავადების (რომლის ნიშანსაც შეიძლება წარმოადგენდეს მცურავი შემღვრევები) გამორიცხვა.
ზუსტი მიზეზის დასადგენად საჭიროა სრულყოფილი ოფთალმოლოგიური გამოკვლევა და ზოგადი ანამნეზის გათვალისწინება.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ოფთალმოლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: თვალის მოძრაობასთან ერთად სივრცეში დამდევენ შავი წერტილები და მოგრძო სახის წვრილი ხაზები, რისი ბრალია და რამდენად საშიშია??? მადლობა!
პასუხი: