ვიზიტი სექსოლოგთან - სექსოლოგია

კითხვა: გამარჯობა. ქალიშვილობის დაკარგვა პრეზერვატივის გამოყენებით მტკივნეულია უფრო და შეუძლებელი? არ მინდა თავია დაუცველად მოხდეს აქტი, მეშინია რაიმე არ გადამედოს და არ დავვორსულდე.
პასუხი:

მოგესალმებით,
არ არსებობს საყოველთაოდ აღიარებული კონცეფციები ქალიშვილობის დაკარგვასთან დაკავშირებით.
თუმცა ერთი კი,რაც თქვენ გაინტერესებთ , ნათელია - პრეზერვატივის გამოყენება ,წესით ვერანაირ კორექტივს შეიტანს დეფლორაციის პროცესში .
რაც შეეხება იმას ,თუ როგორ ჩაივლის პირველი სქესობრივი აქტი ,დაგრჩებათ მასთან დაკავშირებით დადებითი თუ უარყოფითი ემოცია ,დამოკიდებულია პარტნიორ მამაკაცზე .
ინტიმური ურთიერთობები ,ზოგადად , ინდივიდუალურ ემოციურ მდგომარეობებთან არის ასოცირებული და ცოტა გაუგებარია ,თქვენს შემთხვევაში ,რა მოტივატორი არსებობს ისეთი ,რომელიც საეჭვო ჯანმრთელობის მამაკაცთან სქესობრივი კონტაქტისაკენ გიბიძგებთ .
იმ შემთხვევაში ,თუ საქმე სიყვარულს და სასურველ ადამიანს ეხება,მაშინ აჯობებს მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია დააზუსტოთ ,რაც კარგი იქნება არა მხოლოდ თქვენთვის ,არამედ მისთვისაც და თქვენი შემდგომი ურთიერთობისათვის .
მიუხედავა იმისა ,რაც გირჩიეთ ,თუ კვლავ გრჩებათ უკმარისობის გრძნობა და გამძაფრებული შიში მოსალოდნელი მოვლენის მიმართ, უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
უმჯობესია მიბრძანდეთ ექიმ–სექსოლოგთან, რომელიც მოგცემთ შესაბამის რეკომენდაციებს.
აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა