მოგესალმებით,
შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. პროსტატიტი მამაკაცის წინამდებარე ჯირკვლის ანთებაა. ის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა 25-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცებს შორის.
შარდსაწვეთების ანომალიები შარდსასქესო სისტემის ანომალიათა 22%-ს შეადგენს. მათ, ისევე როგორც სხვა ანომალიებს, შესაძლოა თან ახლდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევებიც.
უმეტესად გვხვდება შარდსაწვეთის შევიწროება ან გაფართოება.შარდსაწვეთების ანომალია მრავალგვარია, თუმცა ყოველი მათგანი შარდის გადაადგილების, უროდინამიკის, დარღვევას იწვევს. უროდინამიკის დარღვევას, თავის მხრივ, თირკმლის ანთება და მისი ფუნქციის დარღვევა მოსდევს.
პროსტატიტის ორი ძირითადი სახეობაა:
- ქრონიკული პროსტატიტი - ყველაზე გავრცელებული სახეობა. ამ დროს სიმპტომები ჩნდება და ქრება რამდენიმეთვიანი პერიოდულობით მწვავე პროსტატიტი - სიმპტომები მძიმეა და სწრაფად ვითარდება. ეს სახეობა უფრო იშვიათია, მაგრამ შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული მდგომარეობა და ამიტომ საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას.
მწვავე პროსტატიტს ძირითადად იწვევს საშარდე ტრაქტში (თირკლემებში, შარდის ბუშტში და მათ შემაერთებელ მილებში) განვითარებული ბაქტერიული ინფექცია, რომელიც გადადის პროსტატაში.
ქრონიკული პროსტატიტის შემთხვევებში, ექიმები ძირითადად ვერ პოულობენ რაიმე სახის ინფექციას პროსტატის ჯირკვალში და შესაბამისად სიმპტომების გამომწვევი მიზეზები უცნობია.
ქრონიკული პროსტატიტის მკურნალობა ძირითადად მიზნად ისახავს სიმპტომების კონტროლს.
როგორც აღნიშნავთ, ჩაგიტარდათ მკურნალობა, თუ ეს მკურნალობა იყო ოპერაციული, შესაძლებელია აღნიშნული სიმპტომები უკავშირდებოდეს ნაწილობრივ ობსტრუქციას, ხოლო თუ, მკურნალმა ექიმმა დაგინიშნათ გარკვეული სახის მედიკამენტი და მკურნალობთ შესაძლოა ტკივილი უკავშირდებოდეს ამ პრეპარატის უკუჩვენებას ან სულაც სხვა პრობლემას , რომლის გენეზსა და სახეობაში უნდა გაერკვეს უროლოგი. ამიტომ, გირჩევთ ჩააყენეთ საქმის კურსში მკურნალი ექიმი, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში , უროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც შეკრებს თქვენს ანამნეზს, საჭიროების შემთხვევაში კი შეგიცვლით დანიშნულებას.
უროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ხუთშაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, უმჯობესია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!