მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის პიელონეფრიტი;
- რა იწვევს პიელონეფრიტს;
- პიელონეფრიტის სიმპტომები;
- რა იწვევს თირკმლის კენჭებს.
პიელონეფრიტი წარმოადგენს თირკმლის რბილი ქსოვილის ანთებას, რომელიც ვრცელდება ზედა საშარდე სისტემაზეც.
მისი ძირითადი გამომწვევია გრამ-უარყოფითი ბაქტერიები: კლებსიელა, ნაწლავის ჩხირი, ან პროტეუსი (Klebsiella, E. coli, proteus).
პიელონეფრიტის სიმპტომებია:
- წელის ტკივილი;
- ცხელება;
- გულისრევა;
- ღებინება;
- ბაქტერემია;
- ბოქვენზედა მტკივნეულობა;
- შარდვის ხშირი სურვილი.
დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია შარდის საერთო ანალიზი, სადაც საყურადღებოა პიურია და ჰემატურია. ზედა საშარდე გზების ობსტრუქციის დიაგნოსტირებისთვის კი, ტარდება ულტრაბგერითი კვლევა და უროგრაფია.
რაც შეეხება თირკმლის კენჭებს, მას ბევრი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, დაავადება ეხება საშარდე გზის ნებისმიერ ნაწილს, თირკმლიდან შარდის ბუშტამდე. ხშირად, კენჭი იქმნება, როცა შარდი კონცენტრირებულია, რის გამოც მინერალები კრისტალიზირდება და ერთმანეთს ეკვრის.
უპირველეს ყოვლისა საჭიროა, თვითონ კონკრემენტის (კენჭის ) კლასიფიცირება შემდეგი კრიტერიუმებით: ზომა, რენტგენოლოგიური მახასიათებლები, ეთიოლოგია, მინეროლოგიური შემადგენლობა და განმეორებითი კენჭების გაჩენის რისკის ხარისხი, ეტიოლოგიურად ინფექციურია თუ არაინფექციური და ა.შ.
თუ თქვენ არ იმყოფებით თვითიზოლაციის რეჟიმში და გაქვთ სახლის დატოვების უფლება, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში უროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში კი, დაგინიშნავთ კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და თავად მოგახსენებთ მკურნალობის მეთოდის შესახებ.
გაცნობებთ, რომ „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ არ არის ჩართული COVID-19 ბრძოლის სქემაში, შესაბამისად ვიზიტი უსაფრთხოა.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/urologia/34
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!