სათესლე ჯირკვლების ტკივილი - უროლოგია

კითხვა: გამარჯობა, მაქვს კვერცხებში ტკივილი და ზოგჯერ დამიელვებს ისეთი ტკივილი ექიმთან ვიყავი გავიკეთე ეხოსკოპია 1წლის უკან ანალიზები ამიღეს და კვერცხზე მქონდა 6მმ კისტა და ანალიზებით აჩვენა პროსტატა ,ჩავიტარე მკურნალობის სრული კურსიი.5თვის შემდეგ ხელმეორედ ჩვმიტარე ეხოსკოპია და კისტა აღარ მქონდა აღარც პროსტატა ,მაგრამ ტკივილი კიდე არ გამიქრაა...ვგრძნობ როგორც 3 წლის წინ ვიყავი ისეთ ფორმაში აღარ ვარრ.. იმუნიტეტიც დაბალიც მაქვს შეგიძლიათ რამე ვიტამინები გამომიწეროთ , რომელიც საფრთხეს არ წარმოადგენს ორგანიზმისთვის....... თუ ინკურნება ეგ პრობლემა ბოლომდე მადლობა წინასწარ და ველი სრულ პასუხს.....
პასუხი:

მოგესალმებით,
სათესლე ჯირკვლები მამაკაცის სქესობრივ ცხოვრებაში უდიდეს როლს ასრულებს. სწორედ იქ გამომუშავდება სპერმა და მამაკაცის ჰორმონები. ამრიგად, მათ გარეშე მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ფუნქციობა წარმოუდგენელია.
სათესლე ჯირკვლების ტკივილის უკან შესაძლოა არაერთი დაავადება იმალებოდეს, რომლებიც სხვადასხვანაირად მიმდინარეობს, სხვადასხვა პროგნოზი აქვს და სხვადასხვანაირი მკურნალობა სჭირდება, ამიტომ მისი აღმოცენებისას სწორი დიაგნოზის დასმა აუცილებელია.
როგორც აღვნიშნეთ, სათესლე ჯირკვლების ტკივილს არაერთი დაავადება იწვევს, მათ შორის – ორქიტი, ვარიკოცელე, ჰიდროცელე, ჯირკვლის შემოგრეხა, პროსტატიტი, ზოგჯერ პროსტატიტის, თირკმლის ჭვალის, რადიკულიტის, ოსტეოქონდროზის დროს, ხდება ტკივილის ირადიაცია (გადაცემა) სათესლე ჯირკვლებში.
ასევე, შესაძლოა თქვენი ჩივილები უკავშირდებოდეს იმას, რომ ანთებითი პროცესები კვლავ არ არის ჩამცხრალი.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის უროლოგიურ დეპარტამენტში, შეგიძლიათ ისარგებლოთ კვალიფიციური უროლოგის კონსულტაციით, ექიმი სათანადო კვლევებისა და გასინჯვის საფუძველზე გაარკვევს ტკივილის მიზეზს და დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:   https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/34

დამატებითი ინფორმაციისათვის და კონსულტაციის დასაგეგმად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა