შეგუბებითი პროცესი - უროლოგია

კითხვა: გამარჯობა. თუ მამაკაცი თავს იკავებს სქესობრივი ცხოვრებისგან, ასევე მასტურბაციისგან და აქვს შეგუბებითი პროცესები, ამასთანავე არ აქვს ღამის პოლუცია და არც არასდროს ქონია, სად წავა გამომუშავებული და შეგუბებული სითხე ? - როდემდე აიტანს ორგანიზმი შეგუბებას და არის თუ არა ეს სახიფათო ? და რა მდგომარეობაა ეს ?
პასუხი:

მოგესალმებით!
მოგახსენებთ რომ, ზოგადად სქესობრივი ურთიერთობის სურვილის დროს ძლიერდება სისხლის მიდინება სასქესო ორგანოებისაკენ, მამაკაცებში ინტენსიურად იწყებს მუშაობას წინამდებარე და სათესლე ჯირკვლები, რადგან ვენური სისტემა ვერ უზრუნველყოფს ინტენსიურად მიწოდებული სისხლის უკუდინებას.
სქესობრივი აქტის დროს ხდება სასქესო ორგანოთა განტვირთვა ანუ განმუხტვა და კუნთოვანი სისტემის მოდუნება.
თუ პაციენტი ქრონიკული სექსუალური აგზნების მდგომარეობაშია და ამას არ მოსდევს ფიზიოლოგიური დასასრული (სქესობრივი ურთიერთობა), მას შეიძლება განუვითარდეს შეგუბებითი პროცესები სასქესო ორგანოთა სისტემაში (და ტკივილის შეგრძნება), რასაც მოსდევს ხოლმე მამაკაცებში - პროსტატიტი, ერექციული დისფუნქციები და სხვა.
თქვენს შემთხვევაში, დასაზუსტებელია, ბრძანდებოდით სპეციალისტთან და დაგიდგინდათ შეგუბება თუ თავად თვლით რომ ასეა? თუ გაგვცემთ პასუხს, შევეცდებით უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ.
ჩვენი რჩევაა, თუ თავშეკავება, თქვენი ცხოვრების წესიდან ( სასულიერო პირი ) გამომდინარეობს და პრაქტიკულად ჩივილებიც არ გაქვთ, მაშინ სანერვიულო არაფერია, ხოლო თუ ჩივილები გაქვთ ან გაწუხებთ ტკივილები, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს უროლოგთან, რომელთანაც უფასო საკონსულტაციო დღეა ხუთშაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა