ლითოტრიფსია - უროლოგია

კითხვა: გამარჯობა. მაქვს 0.7მმ ზომის კენჭი L3 ზონაში. 5 დღის უკან დამეწყო ტკივილი. იმის გამო, რომ კენჭის ზომა საკმაოდ დიდია, ექიმმა მირჩია სტენტის გაკეთება (თუ არ ვცდები JJ სტენტი). სტენტის ჩადგმის შემდეგ მწვავე ტკივილები აღარ მაქვს, მაგრამ პატარ ტკივილები და დისკომფორტი იგრძნობა. მაინტერესებს, რა დამიჯდება სტენტის ამოღება და კენჭის დაშლა ლაზერით. ასაკი: 30 პატივისცემით
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის ლითოტრიფსია;
  • ლითოტრიფსიის ჩვენება;
  • რომელი კრიტერიუმები განსაზღვრავენ ლაზერული ლითოტრიფსიის ეფექტს;
  • ლითოტრიფსიის ფასი.

შარდკენჭოვანი დაავადება უროლოგიურ დაავადებებს შორის ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა.
ჩვენს კლინიკაში დანერგილია ლითოტრიფსია უახლესი სამედიცინო აპარატურით, რაც გულისხმობს კენჭების დაშლას ულტრაბგერითი ტალღის დარტყმითი ზემოქმედების შედეგად.
აპარატს შეუძლია კენჭის ფრაგმენტაცია და ფაქტობრივად ფხვნილად ქცევა. დაშლილი კენჭები კი ოპერაციის შემდეგ შარდთან ერთად უმტკივნეულოდ გამოიდევნება ორგანიზმიდან.
ამ მეთოდსაც აქვს თავისი ჩვენება: მისი მეშვეობით შესაძლებელია მხოლოდ 3 სანტიმეტრამდე ზომის კენჭების დაშლა. უფრო დიდი ზომის კონკრემენტის შემთხვევაში აუცილებელია ოპერაციული მკურნალობა.
ლითოტრიფსიის ეფექტი, გარდა კონკრემენტის (კენჭის) ზომისა, დამოკიდებულია შემდეგ კრიტერიუმებზე:

  • რენტგენოლოგიური მახასიათებლები;
  • ეთიოლოგია;
  • მინეროლოგიური შემადგენლობა;
  • განმეორებითი კენჭების გაჩენის რისკის ხარისხი;
  • ინფექციურია თუ არაინფექციური;
  • ქიმიური შემადგენლობა.

ამ და სხვა მრავალი ნიუანსის გათვალისწინებით, ზუსტი ღირებულების თქმა გაგვიჭირდება, თუმცა ზოგადად ლითოტრიფსიის ფასები 1800 ლარიდან 3000 ლარის ფარგლებში ვარირებს.
გირჩევთ, მობრძანდეთ უროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა