პროსტატიტი - უროლოგია

კითხვა: ინკურნება თუ არა პროსტატა საბოლოოდ და ყველაზე მეტად ეფექტური მკურნალობა.
პასუხი:

მოგესალმებით!
მწვავე პროსტატიტი უეცარი ანთებაა. პროსტატის ჯირკვლის ანთების დროს შესაძლოა გამოვლინდეს ისეთივე სიმპტომები, როგორიც დამახასიათებელია საშარდე გზების ინფექციისთვის.
ხშირ შემთხვევაში მწვავე პროსტატიტის გამომწვევია ბაქტერიის ტიპი, რომელიც იწვევს საშარდე გზებისა და სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს.
პროსტატიტი საკმაოდ ხშირი მდგომარეობაა, ხოლო მწვავე პროსტატიტი იშვიათია. ბაქტერია პროსტატაში სისხლით ან ინფექციით აღწევს. ძალიან იშვიათად რომ მწვავე პროსტატიტმა ქრონიკული სახე მიიღოს.
მწვავე პროსტატიტის სიმპტომებია:

  • ციებ–ცხელება;
  • ტკივილი მენჯში, გენიტალიებში;
  • სისხლი შარდში;
  • კანკალი;
  • ტკივილის შეგრძნება შარდვისას;
  • შარდვის სიხშირის ზრდა;
  • შარდის უსიამოვნო სუნი;
  • ტკივილი ან დისკომფორტი კუჭის მოქმედებისას;
  • ტკივილი ეაკულაციის დროს;
  • შარდვის გაძნელება.

მდგომარეობას თავი რომ დააღწიოთ უნდა გაითვალისწინოთ ექიმის რეკომენდაცია. მკურნალობის კურსთან ერთად სასურველია სახლში რიგი ფაქტორების გათვალისწინება, მაგალითად:

  • მიიღეთ თბილი შხაპი;
  • მოერიდეთ აქტივობას, რომელიც პროსტატას გააღიზიანებს, მაგალითად, არაა სასურველი ველოსიპედით სეირნობა;
  • უარი თქვით ალკოჰოლზე;
  • კვების რაციონიდან ამოიღეთ ან შეზღუდეთ ცხარე სანელებლიანი კერძები;
  • მიიღეთ უკოფეინო სითხე.
  • დიახ, შესაძლებელია პროსტატიტის საბოლოოდ განკურნება, მთავარია სწორად შერჩეული მკურნალობის ტაქტიკა და სქესობრივი ცხოვრების ჰიგიენა.

დისტანციურად მკურნალობის მეთოდზე მითითება, ჩვენი მხრიდან არაკორექტულია, ამიტომ მობრძანდით ჩვენს კლინიკაში უროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეს ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
ექიმი–სპეციალისტი შეაფასებს ზოგად მდგომარეობას, საჭირო კველვების შემდეგ კი დაგინიშნავთ მკურნალობის ტაქტიკას.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა