წითელი გამონაყარი ასოზე - უროლოგია

კითხვა: გამარჯობათ , ვარ 32 წლის მამაკაცი . უკვე რამდენიმე კვირაა ასოს თავზე მაქვს წითელი გამონაყარი .. მაინტერესებს სახლის პირობებში თუ შეიძლება მკურნალობა და როგორ ? მომწერეთ თუ შეიძლება რამდენიმე შესაძლო მიზეზი (დაავადება) . დიდი მადლობა პასუხისთვის.
პასუხი:

მოგესალმებით,
დასაზუსტებელია:

  • როდის დაგეწყოთ აღნიშნული პრობლემები;
  • შეცვლილია თუ არა შარდის ფერი;
  • ხომ არ გრძნობთ ტკივილს სათესლე ჯირკვლების არეში და ა.შ.

შესაძლოა ეს იყოს პრეზერვატივიდან გამოწვეული ალერგიული რეაქცია ან სქესობრივი კონტაქტით გადამდები დაავადება:

  • რძიანა;
  • გენიტალური ჰერპესი;
  • ათაშანგი და ა.შ.

მხოლოდ ამ მონაცემების საფუძველზე ძნელი სათქმელია რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, ასე რომ, აუცილებელია შესაბამისი კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.
აუცილებელია სპეციალისტთან ვიზიტი და ამ მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში უროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების შეჯერების შემდეგ, დაისმება დიაგნოზი და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა