ცირკუმციზია - უროლოგია

კითხვა: ისევ გწერთ იქნებ მომწეროთ პასუხი ვერ ვიპოვე ფიმოზზე ტარდება თქვენთან ოპერაცია. რა ჯდება და რამდენად ეფექტურია.
პასუხი:

მოგესალმებით,
გიგზავნით ანალოგიურ პასუხს, რომელიც მოგწერეთ 7 სექტემბერს, 12:24 საათზე.
დიახ, ჩვენს კლინიკაში კეთდება ფიმოზზე ქირურგიული მკურნალობა, რომელსაც ეწოდება ცირკუმციზია.
მინი-ოპერაცია კეთდება გეგმიურად, რომელიც გრძელდება 10 წუთი, კეთდება ადგილობრივი გაუტკივარების ქვეშ.
მანიპულაციის ღირებულებაა დაახლოებით 450--500 ლარი. ( საყოველთაო ჯანდაცვა არ აფინანსებს) .
ოპერაციის შემდგომ ეტაპებსა და სხვა დეტალურ ნიუანსებზე, გაგესაუბრებათ უროლოგი, უშუალო ვიზიტისას.
შეგიძლიათ მობრძანდეთ უროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა