ვაზექტომია - უროლოგია

კითხვა: მოგესალმებით მამაკაცს აქვს გაკეთებული ვაზაქტომია. მაინტერესებს შესაძლებელია არის თუ არა მისი სპერმის აღება და გაყინვა. სრულდება თუ არა ეს პროცედურა საქართველოში რა ღირს ან სად შეიძლება ინფორმაციის მიღება ამ საკითხზე? ეხლა არ იმყოფება საქართველოში. ხომ არ არის შესაძლებელი ექიმთან პირადად გაიაროს სატელეფონი კონსულტაცია? მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
ვაზექტომია – ნებაყოფლობითი შეუქცევადი ხასიათის ქირურგიული ჩარევაა მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე. მისი მოქმედების მექანიზმია, თესლგამომტანი სადინრის გამავლობის ბლოკირება, რაც გამორიცხავს სპერმატოზოიდების სპერმაში მოხვედრას.
ჩვენს კლინიკაში, ამ ეტაპზე კრიოპრეზერვაცია ( სპერმის გაყინვა) არ ტარდება, ამიტომ სხვა კლინიკის რჩევა, ჩვენი მხრიდან მხოლოდ სუბიექტური აზრი შეიძლება იყოს.
უნდა მიმართოთ რეპროდუქციულ კლინიკას, სადაც შეძლებენ, თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე გაგცენ ამომწურავი პასუხი.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა