მოგესალმებით!
პროსტატის ადენომა ( წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ) ერთ–ერთი ხშირი პრობლემაა მოწიფული ასაკის მამაკაცებში. ჰიპერპლაზია ვითარდება ჯირკვლის გარდამავალ ზონაში რომელიც არის განლაგებული შარდსადენი მილის ირგვლივ. ამით არის განპირობებული ის, რომ ამ დაავადების ძირითადი და ყველაზე ხშირი გამოვლინება უკავშირდება მოშარდვის აქტს, უფრო ზუსტად მის გაძნელებას და რიგ შემთხვევაში შარდის შეკავებას. პროსტატის ადენომის ტიპიურ ჩივილებს მიეკუთვნებ:
- გაძნელებული მოშარდვის აქტი;
- შარდის ნაკადის შემცირება;
- წყვეტილი შარდვა;
- შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება;
- გახშირებული შარდვა.
მაგრამ აღნიშნული ჩივილების არსებობა არ არის საკმარისი რომ მამაკაცს სხვა დამატებითი კვლევების გარეშე დაუდგინდეს პროსტატის ადენომა. ყველა დაავადება რომელიც ახდენს ზეწოლას შარდსადენ მილზე ან იწვევს მისი სანათურის შევიწროებას, იწვევს გაძნელებულ მოშარდვის აქტს და ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ჩივილებს.
როგორც თქვენი მონათხრობიდან ჩანს, ჩვენი უროლოგის მიერ დანიშნული მკურნალობა ეფექტურია, ანუ პროსტატის ჯირკვალი ამ პათოლოგიური სიმპტომის წარმოქმნაში არ მონაწილეობს. შესაძლებელია თქვენი სიმპტომები უკავშირდებოდეს ნაწილობრივ ობსტრუქციას, რომლის გენეზსა და სახეობაში უნდა გაერკვეს უროლოგი. ამიტომ, გირჩევთ დაუკავშირდეთ ან ისევ მობრძანდეთ კონსულტაციაზე ბატონ ტარიელთან, რომელიც უშუალო ვიზიტისას, შეაფასებს თქვენს ზოგად მდგომარეობას, მკურნალობის მიმდინარეობას, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ განმეორებით გამოკვლევებს, ამის შემდგომ კი, გააგრძელებს ან შეცვლის მკურნალობის ტაქტს.
ჩვენი საინფორმაციო – საკონტაქტო ნომერია 577 119 119 და 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!