ჰიდროცელე - უროლოგია

კითხვა: ვარ 72 წლის. 2013 ჩატარებული მაქვს ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა მარჯვენა საკვერცხე ჯირკვალში მქონდა წყალმანკი 260მმ. ამჯამად უფრო გადიდებული მაქვს. მაინტერესებს ოპერაციის პირობები და ღირებულება, ვარ საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში
პასუხი:

მოგესალმებით,
სათესლეს წყალმანკი იგივე ჰიდროცელე, სათესლე ჯირკვლის გარსების დაავადებაა.
აღნიშნული პათოლოგიის დროს სეროზული სითხე გროვდება სათესლის შიგნითა გარსისა და ვისცერულ ფურცლებს შორის, რის გამოც სათესლე პარკი შესაბამის მხარეზე დიდდება.
დაგროვილი სითხის მოცულობამ, იშვიათად , თუმცა შესაძლოა, რომ 1-3 ლიტრამდეც მიაღწიოს.
დაავადება მიდრეკილია რეციდივისკენ, ამიტომ მკურნალობის მეთოდი ოპერაციულია. hidrocele

ჩვენს კლინიკაში სათესლე ჯირკვლის წყალმანკის ოპერაციული მკურნალობის ღირებულება ვარირებს 900-დან 1000 ლარის ფარგლებში. 

სხვა დეტალების დასაზუსტებლად უმჯობესია, მობრძანდეთ უროლოგთან კონსულტაციაზე, რომელის ღირებულებაც აქციის ფარგლებში არის 15 ლარი.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, აუცილებლად იქონიეთ თან ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
უროლოგის კონსულტაციაზე მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა