შარდის უსიამოვნო სუნი - უროლოგია

კითხვა: მაქვს შარდის უსიამომოვნო სუნი, მაინტერესებს რატომ?
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, შარდის სუნი სუსტია და ნაკლებად შეიგრძნობა. ხანდახან, შარდის სუნი შეიძლება შეიცვალოს და გახდეს მოტკბო ან მომჟავო. ეს რაიმე პათოლოგიაზე ან პრობლემაზე აღძრავს ეჭვს.
შარდის სუნი დამოკიდებულია თირკმლის მიერ მრავალი ნივთიერებების გამოყოფის სიდიდესა და კონცენტრაციაზე.
ბევრ საკვებსა და მედიკამენტს, ასევე ზოგიერთ ვიტამინს, შეუძლია შეცვალოს შარდის სუნი.
სხვა შემთხვევაში, შარდის უსიამოვნო სუნი შეიძლება მიანიშნებდეს შემდეგ დაავადებაზე:
● შარდის ბუშტისა და საშარდე გზების ინფექცია;
● ცისტიტი (შარდის ბუშტის ანთება);
● დიაბეტური კეტოაციდოზი ;
● მეტაბოლური დარღვევა ;
● მეორე ტიპის დიაბეტი და ა.შ.
თუ გარდა უსიამოვნო სუნისა, სხვა ჩივილები არ გაქვთ, სასურველია, პრევენციის მიზნით, კონსულტაცია გაიაროთ უროლოგთან.
ამ მიზნით შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, ექიმი დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა